Accentnews.ge
თურქეთს სურს, იყოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი

თურქეთს სურს, იყოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი

06/03/2025 19:01:36 მსოფლიო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქმედებები უნდა იყოს „განგაშის ზარი“ ევროპისთვის, რათა შექმნას აშშ-ისა და ნატო-სგან დამოუკიდებელი უსაფრთხოების სისტემა. ამის შესახებ მან Financial Times-თან ისაუბრა.

ფიდანმა, ლონდონში ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ, სადაც განიხილეს ტრამპის მცდელობები უკრაინაზე ზეწოლაზე, რათა მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას რუსეთთან და მისი მუქარა ევროპული უსაფრთხოების სისტემის დატოვების შესახებ, თქვა, რომ ანკარა მზად არის, შეუერთდეს ევროპის უსაფრთხოების ნებისმიერ ახალ არქიტექტურას, თუ ნატო დაიშლება.

"ჯინი ბოთლიდან გამოვიდა და მისი უკან დაბრუნების გზა არ არსებობს... მაშინაც კი, თუ პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს, არ გაიყვანოს ჯარები ევროპიდან, არ არის გამორიცხული, მომავალში ვინმემ მსგავსი შეხედულებები და პოლიტიკური იდეები განიხილოს ევროპის უსაფრთხოებაში ამერიკის წვლილის შემცირებაზე", - თქვა მინისტრმა.

ფიდანმა, რომელიც მანამდე თურქეთის დაზვერვის ხელმძღვანელად მუშაობდა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა უნდა გაერთიანდეს და "განვითაროს საკუთარი სიმძიმის ცენტრი".

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრისას თქვა, რომ თურქეთის გარეშე ევროპის უსაფრთხოება წარმოუდგენელია.

მან ხაზი გაუსვა, რომ ანკარა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს სტრატეგიულ პრიორიტეტად მიიჩნევს, რადგან იგი „ევროპის განუყოფელი ნაწილია“.

"ჩვენ მივიჩნევთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტად. ევროპისთვის სულ უფრო შეუძლებელი ხდება გადარჩენა, როგორც გლობალური მოთამაშის თურქეთის გარეშე. ევროპის უსაფრთხოება თურქეთის გარეშე წარმოუდგენელია", - თქვა ერდოღანმა.

ამასთან, ერდოღანის თქმით, უკრაინაში სამწლიანი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში თურქეთი „ცდილობდა გამოსავალი ცეცხლზე ნავთის დასხმიდ გარეშე ეპოვა“.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, გვჯერა, რომ გამოსავალი რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობის გარეშე ვერ მოიძებნება“, - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთი არის ნატოს სიდიდით მეორე სამხედრო ძალა შეერთებული შტატების შემდეგ.

მედია წერდა, რომ თურქეთი მზადაა, უკრაინაში ჯარები განათავსოს "თუ საჭირო იქნება" მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S