Accentnews.ge
ფიცოს არ სურს, რომ სლოვაკეთი იყოს საფრანგეთის "ბირთვული ქოლგის" ქვეშ

ფიცოს არ სურს, რომ სლოვაკეთი იყოს საფრანგეთის "ბირთვული ქოლგის" ქვეშ

06/03/2025 19:14:43 ევროპა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო წინააღმდეგია, სლოვაკეთი საფრანგეთის "ბირთვული ქოლგის" ქვეშ აღმოჩნდეს. ამის შესახებ გამოცემა Aktuality იტყობინება.

ოპოზიციამ გააკრიტიკა ფიცო იმის გამო, რომ სლოვაკეთი არ იყო წარმოდგენილი ევროპელი ლიდერების არაფორმალურ შეხვედრებზე პარიზსა და ლონდონში, სადაც განიხილებოდა ევროკავშირის ახალი თავდაცვის არქიტექტურა.

პრემიერმა შეხვედრებს სამხედრო უწოდა და განაცხადა, რომ არ სურს მათში მონაწილეობა.

"ახალი ამბავი მდგომარეობს იმაში, წავალ თუ არა პარიზში გაერთიანებული შტაბის შეხვედრისთვის. და იცით რაზე უნდა იყოს ეს შეხვედრა? ბირთვულ ქოლგაზე. დიდი მადლობა... არ მინდა სლოვაკეთი იყოს საფრანგეთის ბირთვული ქოლგის ნაწილი", - უპასუხა ფიცომ და დასძინა, რომ მას არ სურს, საფრანგეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტოს, სად შეიძლება ბირთვული იარაღის გამოყენება.

ოპოზიციამ ფიცოს უარი საფრანგეთის „ბირთვულ ქოლგაზე“ სლოვაკეთის ეროვნული ინტერესების ღალატად შეაფასა იმ დროს, როდესაც აშშ-ის დაცვა არ არის გარანტირებული.

ერთი დღით ადრე საფრანგეთის პრეზიდენტმა გერმანიის მომავალი კანცლერის მიმართვის საპასუხოდ თქვა, რომ მზადაა, გახსნას დებატები საფრანგეთის ბირთვული შემაკავებლით მოკავშირეების დაცვის თაობაზე .

პოლონეთისა და დანიის ლიდერებმა გამოთქვეს ღიაობა წინადადების მიმართ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S