Accentnews.ge
ნორვეგია უკრაინის დახმარებას 7,8 მილიარდ დოლარამდე ზრდის

ნორვეგია უკრაინის დახმარებას 7,8 მილიარდ დოლარამდე ზრდის

06/03/2025 19:23:12 ევროპა

ნორვეგიამ 2025 წლისთვის უკრაინის დახმარება 7.5 მილიარდ ევრომდე გაზარდა.

როგორც ცნობილია, ნორვეგიის საპარლამენტო ფრაქციების ლიდერების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 2025 წლისთვის უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება 35 მილიარდი ნორვეგიული კრონიდან (დაახლოებით 3 მილიარდი ევრო) 85 მილიარდ ნორვეგიულ კრონამდე გაზარდოს (დაახლოებით 7.5 მილიარდი ევრო).

“ახალი მნიშვნელოვანი ზრდა უკრაინისადმი ნორვეგიის მხარდაჭერაში.

პარლამენტში ყველა პარტია შეთანხმდა დახმარების დამატებით 50 მილიარდ კრონაზე 2025 წლისთვის. ეს ჩვენი მხრიდან მიმდინარე წლის მთლიან დახმარებას 85 მილიარდ კრონამდე, დაახლოებით 7.5 მილიარდ ევრომდე ზრდის.

ეს აძლიერებს უკრაინას, მხარს უჭერს სამშვიდობო გეგმას და აძლიერებს ევროპულ უსაფრთხოებას,” - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იუნას გარ სტორემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S