07-03-2025 13:07:26 კონფლიქტები
"საქართველოს, ადრე თუ გვიან, მოუწევს იმ რეალობასთან შეგუება, რომელშიც ვიმყოფებით" - დარწმუნებულია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ახალი დე-ფაქტო ლიდერი ბადრა გუნბა.
"რაც შეეხება საქართველოს, რა თქმა უნდა, აფხაზურ-ქართული ურთერთობების დარეგულირებისა და ურთიერთქმედების საკითხები მხოლოდ საქართველოს მიერ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღარების, ასევე ძალის არგამოყენების შესახებ ფუძემდებლური დოკუმენტების ხელმოწერის კონტექსტში შეიძლება, მოგვარდეს, ამასთან, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ საქართველო ნამდვილად მზადაა მსგავსი ნაბიჯების გადასადგმელად. საქართველოს, ადრე თუ გვიან, მოუწევს იმ რეალობასთან შეგუება, რომელშიც ვიმყოფებით" - განაცხადა რუსულ მედიასთან ინტერვიუში მოსკოვის ფავორიტმა გუნბამ, რომელიც "საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტურში გამარჯვებიდან მეხუთე დღეს უკვე მოსკოვში იმყოფებოდა და პრეზიდენტ პუტინს ხვდებოდა.
"ჩვენ აღიარებულები ვართ რუსეთის ფედერაციის მიერ, რისთვისაც გულწრფელად ვემადლიერებით ვლადიმირ ვლადიმირის ძესა და დიმიტრი ანატოლის ძე მედვედევს, ასევე, რაღა თქმა უნდა, რუს ხალხს, რომელმაც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ჩვენ ყოველთვის თბილი ურთერთობები გვაკავშირებდა რუსეთის სახელმწიფოსთან, მის ხალხთან, გვაერთიანებს მეგობრობა - ისტორიული, კულტურული. ამდენად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი მჭიდრო ურთერთობების გაგრძელება. ჩვენი სახელმწიფოებრიობის შემდგომი აღიარების საკითხიც სწორედ რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის ჭრილშიუ შეიძლება, მოგვარდეს, რადგან სწორედ რუსეთი გვიწევს ამ კუთხით დახმარებას და ამისთვის, კიდევ ერთხელ, გულწრფელი მადლობა!"- განაცხადა გუნბამ რუსულ ТАСС-თან ინტერვიუში.