Accentnews.ge
მოლდოვა ერთიანი ევროგადახდების სივრცეს შეუერთდა

მოლდოვა ერთიანი ევროგადახდების სივრცეს შეუერთდა

07/03/2025 11:29:59 ევროპა

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ამბობს, რომ მოლდოვა ერთიანი ევროგადახდების სივრცეში (SEPA) გაწევრიანდა.

"შესანიშნავი ახალი ამბავი მოლდოველებისთვის! დღეს, ევროპული გადახდების საბჭომ დაამტკიცა მოლდოვას გაწევრიანება ერთიანი ევროგადახდების სივრცეში (SEPA). ეს ნიშნავს უფრო სწრაფ, უფრო მარტივ და უფრო იაფ ევროს გადახდებს ევროპის გარშემო, იქნება ეს ფულის სახლში გაგზავნისა თუ ბიზნესის კეთების მხრივ.

კიდევ ერთი ნაბიჯით ახლოს ევროკავშირთან". - წერს სანდუ.

SEPA არის ევროგადახდების სისტემა, რომელიც ევროში განხორციელებული საბანკო ტრანზაქციების გამარტივებას ისახავს მიზნად და ევროევროზონის ქვეყნებსა და ევროზონის მიღმა ზოგიერთ ქვეყანას მოიცავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S