Accentnews.ge
იტალიის პრემიერი გამოდის ინიციატივით, NATO-ში გაწევრიანების გარეშეც გავრცელდეს უკრაინაზე მე-5 მუხლი

იტალიის პრემიერი გამოდის ინიციატივით, NATO-ში გაწევრიანების გარეშეც გავრცელდეს უკრაინაზე მე-5 მუხლი

07/03/2025 11:46:51 ევროპა, მსოფლიო

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ ნატოს შესთავაზა, რომ ალიანსში გაწევრიანების გარეშეც გააფართოოს უკრაინაზე კოლექტიური თავდაცვა. საუბარია ნატოს წესდების მეხუთე მუხლზე.

"ეს არ არის იგივე, რაც ნატოში გაწევრიანება, მაგრამ საუბარია უკრაინაზე უსაფრთხოების ისეთივე ქოლგის გავრცელებაზე, რაც ნატოს ქვეყნებს აქვთ. ეს უზრუნველყოფდა უსაფრთხოების სტაბილურ, გრძელვადიან და რეალურ გარანტიებს – უფრო მეტს, ვიდრე ზოგიერთი ის წინადადება, რომელსაც ახლა ვხედავ", - თქვა მელონიმ ევროპისა და უკრაინის თავდაცვის საკითხებისადმი მიძღვნილ ევროკავშირის სამიტის ფარგლებში, იტყობინება RBC-უკრაინა.

მან თქვა, რომ წინადადება განიხილება და ჯერჯერობით არ არის დადგენილი კონკრეტული ვადები.

"მაგრამ ვხედავ ამ იდეისადმი არსებით ინტერესს თანამოსაუბრეების მხრიდან", - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

ის დარწმუნებულია, რომ საჭიროა უფრო გრძელვადიანი გადაწყვეტა, ვიდრე უკრაინაში ევროპელი მშვიდობისდამცველების გაგზავნაა.

ლავროვი: რუსეთი უკრაინაში NATO-ს სამხედრო კონტინგენტის განლაგებას არ მოითმენს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S