Accentnews.ge
დონალდ ტრამპი: სერიოზულად განვიხილავ რუსეთზე დიდი მასშტაბის საბანკო სანქციებს, სანქციებსა და ტარიფებს მანამდე, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტა და საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული

დონალდ ტრამპი: სერიოზულად განვიხილავ რუსეთზე დიდი მასშტაბის საბანკო სანქციებს, სანქციებსა და ტარიფებს მანამდე, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტა და საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული

07/03/2025 15:19:24 მსოფლიო

სერიოზულად განვიხილავ რუსეთზე დიდი მასშტაბის საბანკო სანქციებს, სხვა სანქციებსა და ტარიფებს მანამდე, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტა და საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ რუსეთი ახლა აბსოლუტურად „ბომბავს“ უკრაინას ბრძოლის ველზე, სერიოზულად განვიხილავ რუსეთზე დიდი მასშტაბის საბანკო სანქციებს, სანქციებსა და ტარიფებს მანამდე, სანამ ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობაზე საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული. რუსეთსა და უკრაინას მივმართავ, დასხედით მაგიდასთან ახლავე, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება. მადლობა!!!“ - წერს ტრამპი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S