რუსეთმა აფხაზი ჟურნალისტი "უცხოეთის აგენტების" სიაში შეიყვანა

07-03-2025 21:29:15 კონფლიქტები

რუსეთის ფედერაციამ ე.წ. "უცხოეთის აგენტების" სია გააფართოვა.

სხვა ახალ წევრებთან ერთად, სიაში ამჯერად ცნობილი აფხაზი ჟურნალისტი, გაზეთ "ჩეგემსკაია პრავდას" დამფუძნებელი ინალ ხაშიგი და ბლოგერი, 2019 წლიდან საქართველოში გადმობარგებული ნიკოლაი ლევშიციც მოხვდნენ.

"უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონმდებლობა რუსეთში 2012 წლიდან მოქმედებს და მას შემდეგ სისტემატიურად მძიმდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები