Special Eurasia: ირანმა დაღესტანში გავლენის მკვეთრი გაზრდა დაიწყო

08-03-2025 00:08:51 კავკასია ,მსოფლიო

ირანი ზრდის თავის გავლენას დაღესტანში და ამისთვის იყენებს „რბილ ძალას“, აღნიშნავს ანალიტიკური ცენტრი Special Eurasia თავის ანგარიშში. ირანის მზარდი გავლენა რეგიონში უკავშირდება რესპუბლიკასთან სავაჭრო ბრუნვის ზრდას - უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ის სამჯერ გაიზარდა. Treadstone 71-ის მკვლევარების მოხსენების თანახმად, ირანი იყენებს დაღესტნის პორტებს თავისი დრონებისა და საბრძოლო მასალის გასაყიდად.

როგორც განიმარტა, კასპიის ზღვისა და დაღესტანის პორტები გახდა ირანის ლოჯისტიკური ქსელის მთავარი რგოლი სანქციებისთვის გვერდის ასავლელად და გამოიყენება ირანის გემების და ნავთობკომპანიების (როგორიცაა IRISL ჯგუფი) ინტერესებისთვის. მახაჩკალას საზღვაო სავაჭრო პორტი სტრატეგიულ როლს ასრულებს მარშრუტზე, რომელიც მიდის სპარსეთის ყურეში ირანის კუნძულ კეშმამდე. ლოგისტიკის განვითარება ამ რეგიონში ასევე შესთავაზეს ირანული ავიაკომპანია Pars Golden Sky-ის წარმომადგენლებმა, რომლებმაც 2023 წელს განიხილეს დაღესტანში საჰაერო ჰაბის შექმნა.

მკვლევარების დაკვირვებით, რეგიონში გავლენის გასაფართოებლად ირანი აქტიურად იყენებს რელიგიას და განათლებას, ხელს უწყობს საკუთარ ისლამისტურ ცენტრებსა და ენას.

ირანში დომინანტური ისლამური მიმდინარეობის - შიიზმის მიმდევარი დაღესტნელთა მხოლოდ 5 პროცენტია. თუმცა, შიიტური მოძრაობა რჩება რუსეთში გავლენის სტრატეგიულ ინსტრუმენტად,- მიიჩნევენ Special Eurasia-ს ანალიტიკოსები. შიიტური ასოციაცია „აჰლულ-ბეიტი“ მოქმედებს მახაჩკალასა და სხვა რეგიონებში. ის ავრცელებს ირანულ ლიტერატურას და ჟურნალებს დაღესტანში, ჩეჩნეთში და სტავროპოლის მხარეში რელიგიური ცენტრების, უნივერსიტეტებისა და ბიბლიოთეკების მეშვეობით. დაღესტნის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასევე თანამშრომლობს ირანის წარმომადგენლობასთან, იბნ სინას ფონდთან, თეირანის, გილანის და ალამე ტაბატაბაის უნივერსიტეტებთან. ხელშეკრულებები ითვალისწინებს სპარსული ენის პოპულარიზაციას და მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები