
სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 30 კილომეტრში, 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
08/03/2025 06:05:29 საზოგადოება
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სომხეთში 09:26 საათზე მიწისძვრა მოხდა.
ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან 30 კილომეტრში იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა.
ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.