
საქართველოში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
08/03/2025 14:09:23 საზოგადოება
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
მათი ინფორმაციით, სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი თბილისიდან 63 კილომეტრში, თიანეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით სოფელ ახადთან იყო.
დღეს დილით, თბილისის დროით 09:26 საათზე, მიწისძვრა სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კილომეტრშიც მოხდა, რომლის სიმძლავრე 5.1 მაგნიტუდა იყო.
მიწისძვრა შეგრძნებადი იყო საქართველოს მოსახლეობისთვისაც.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
February
2021
S
M
T
W
T
F
S