08-03-2025 18:12:39 ევროპა ,მსოფლიო
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკელი ჯარისკაცების გერმანიიდან უნგრეთში გადაყვანას განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph თეთრ სახლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გერმანიიდან დაახლოებით 35 000 ამერიკელი ჯარისკაცის გადაყვანას განიხილავს.
„ტრამპი გაბრაზებულია იმის გამო, რომ ისინი [ევროპა], როგორც ჩანს, კვლავ ომის გაგრძელებას მოითხოვენ“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ბრაიან ჰიუზმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული განცხადების გაკეთება მოსალოდნელი არ არის.
„აშშ-ის არმია ჯარისკაცების მთელ მსოფლიოში გადაჯგუფებას ყოველთვის განიხილავს, რათა ჩვენს ინტერესების წინაშე არსებულ საფრთხეებს საუკეთესოდ ვუპასუხოთ“, - განაცხადა ჰიუზმა.
როგორც გამოცემა წერს, აშშ-ს ფარგლებს გარეთ 160 000 ამერიკელი სამხედროა განლაგებული, მათი დიდი ნაწილი კი გერმანიაშია.