Accentnews.ge
კალასი: პუტინმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მშვიდობის ინტერესი არ აქვს

კალასი: პუტინმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მშვიდობის ინტერესი არ აქვს

08/03/2025 14:15:19 ევროპა, მსოფლიო

გვიან ღამით რუსეთმა უკრაინის ქალაქი დობროპილია დაბომბა, რასაც, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა, 30 დაშავდა. დონეცკის ოლქში 8 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.

"უკრაინას რუსული რაკეტები დაუნდობლად ეცემა, რაც უფრო მეტ სიკვდილსა და ნგრევას იწვევს.

პუტინმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მშვიდობის ინტერესი არ აქვს.

ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა - წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე გადაიხდის უმაღლეს ფასს."- წერს X-ზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი.

აი, რა ხდება, როცა ბარბაროსებთან დათმობებზე მიდიხარ, - ასე ეხმაურება პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს.

„მეტი ბომბი, მეტი აგრესია, მეტი მსხვერპლი. კიდევ ერთი ტრაგიკული ღამე უკრაინაში“, - წერს დონალდ ტუსკი X-ზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S