
ტრამპი: აშშ-მა უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარების პაუზა თითქმის დაასრულა
10/03/2025 05:33:08 მსოფლიო
შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარების პაუზა თითქმის დაასრულა.
კერძოდ, ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა უკრაინასთან სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შეჩერების შეწყვეტას, დონალდ ტრამპმა შემდეგი განაცხადა: „თითქმის დავასრულეთ“.
გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კარგ შედეგებს მოელის უკრაინის დელეგაციასთან ამ კვირაში საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრისგან.
საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში შეხვედრა 11 მარტსაა დაგეგმილი.
ცნობისთვის: უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარების დაპაუზებამდე დონალდ ტრამპმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ტრამპს შორის სიტყვიერი დაპირისპირება.