Accentnews.ge
ჭოპორტში მკვლელობა მოხდა

ჭოპორტში მკვლელობა მოხდა

28/02/2020 09:06:39 სამართალი

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარი ოჯახის წევრები, დედა და და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

დედა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ახალგაზრდა ქალი - საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ.

შსს-ს ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით წარმოებს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S