Accentnews.ge
"ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამედიცინო დანიშნულების ნიღბის გაგზავნა აკრძალულია"

"ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამედიცინო დანიშნულების ნიღბის გაგზავნა აკრძალულია"

28/02/2020 09:20:03 საშინაო პოლიტიკა

„საქართველოს ფოსტა“ მოქალაქეებს აცნობებს, რომ 27 თებერვლიდან ქვეყნის ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით სამედიცინო დანიშნულების ნიღბის გაგზავნა აკრძალულია.

ამის შესახებ განცხადება „საქართველოს ფოსტის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„საქართველოს ფოსტა“ გაცნობებთ, რომ 2020 წლის 27 თებერვლიდან იკრძალება საქართველოს ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით (მიუხედავად გზავნილის სახეობისა), ნებისმიერი რაოდენობის სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აკრძალვის მიუხედავად, გამგზავნის მიერ სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილი შესაძლებელია, დაექვემდებაროს ჩამორთმევას ან უკან დაბრუნებას, მსგავს შემთხვევაში, გამგზავნს არ აუნაზღაურდება მის მიერ გადახდილი საფოსტო გზავნილის გაგზავნის ღირებულება" “, – ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: საქართველოში პირბადეების დეფიციტია

არა ნიღბები, არამედ პირადი ჰიგიენის მაქსიმალური დაცვა: რას გვირჩევენ უცხოელი ექსპერტები

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S