Accentnews.ge
რუსეთის მორიგ უდიდეს ნავთობსაწარმოზე მიიტანეს იერიში

რუსეთის მორიგ უდიდეს ნავთობსაწარმოზე მიიტანეს იერიში

10/03/2025 10:27:21 მსოფლიო

უკრაინის სახელმწიფო დაზვერვის მთავარმა სამმართველომ, რუსეთში, ნოვოკუიბიშევის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე, უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა,- იტყობინება უკრაინული მედია სპეცსამსახურებზე დაყრდნობით.

გამოცემის წყაროს თქმით, სპეცოპერაციაში დაზვერვის სამსახურის გარდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა ქვედანაყოფებიც იღებდნენ მონაწილეობას.

ქარხანას უკრაინელები უპილოტო საფრენი აპარატებით, 10 მარტს, დაახლოებით 2:00 საათზე დაესხნენ თავს.

ნოვოკუიბიშევის ქარხანა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რუსული საწარმოა, რომელიც როსნეფტის სამარის ჯგუფს ეკუთვნის. ქარხანა წელიწადში დაახლოებით 8.8 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ქარხანა აწარმოებდა საწვავს რუსული ავიაგამანადგურებლებისთვის.

ინტერნეტში ქარხნის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების ამსახველი ვიდეოც გავრცელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S