
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 130 რუსული დრონი გაანადგურა
10/03/2025 10:36:49 მსოფლიო
10 მარტის ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე 176 უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანა იერიში. უკრაინის საჰაერო ძალებმა 130 რუსული დრონი გაანადგურა,- იყუობინებიან უკრაინელი სამხედროები.
გარდა ამისა რადიო ელექტრო ბრძოლის შენაერთების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაიკარგა 42 უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსეთმა დრონები შატალოვოს, მილეროვოს, კურსკის, ბრაინსკის, პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონებიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმიდან ააფრინეს.
საჰაერო ბრძოლა ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვგრადის, ჟიტომირის, ვინიცკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ოდესის, ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქებში მიმდინარეობდა.
იერიშის მოგერიებაში საჰაერო თავდაცვისა და რადიო ელექტრო ბრძოლის ძალების გარდა, ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ჯარები და მობილური ცეცხლის ჯგუფები იღებდა მონაწილეობას.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.