
თეატრალურ უნივერსიტეტთან შეკრებილი სტუდენტები დაუმორჩილებლობის აქციას აანონსებენ
10/03/2025 13:42:35 პოლიტიკა
თეატრალურ უნივერსიტეტთან შეკრებილი სტუდენტები დაუმორჩილებლობის აქციას აანონსებენ და პროტესტის გაგრძელებას უფრო მასშტაბურ ფორმებში გეგმავენ.
როგორც აქციის მონაწილე ერთ-ერთმა სტუდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღეს, 19:00 საათზე სტუდენტების აქცია ილიაუნის შენობის წინ გადაინაცვლებს და პროტესტი იქ გაგრძელება.
პლატფორმა "ქართული განათლება საფრთხეშია" მოუწოდებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, გააუქმოს სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი 11 მარტს, 11:00 საათზე, ისევ შეიკრიბებიან უნივერსიტეტის წინ და აქციას გამართავენ.
აქციის მონაწილეები სხვა სტუდენტებსაც მოუწოდებენ, სტატუსშეჩერებული სტუდენტების სოლიდარობისთვის შემოუერთდნენ მათ და ერთად გააგრძელონ ბრძოლა.
ცნობისთვის, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობის გამო, სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტეს. ამასთან დაკავშირებით შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ რექტორის ბრძანება ჯერ არ არის გამოცემული და სტუდენტებს უფლება აქვთ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრონ
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021