10-03-2025 23:33:45 ევროპა
ფინეთი უკრაინას დამატებით 16 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„უკრაინაში ჰუმანიტარული მდგომარეობა, რუსეთის შეჭრიდან სამი წლის შემდეგ, კვლავ მძიმეა. ვითარება განსაკუთრებით გაუარესდა ფრონტის ხაზზე. ფინეთი უკრაინას 16 მილიონ ევროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინას გაერო-სა და „წითელი ჯვრის“ მეშვეობით მიაწოდებენ.
„ფინეთი უკრაინას რუსეთის ომის პირველივე დღეებიდან ეხმარება და ამას მომავალშიც გააგრძელებს. უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება დიდია და ჩვენი დახმარება მნიშვნელოვანია“, – თქვა ფინეთის ვაჭრობისა და განვითარების მინისტრმა ვილე ტავიომ.