კორონავირუსის ფონზე მსოფლიო ბირჟებზე მკვეთრი ვარდნა და ნავთობის გაუფასურება გრძელდება

28-02-2020 14:27:20 ეკონომიკა ,მსოფლიო

მსოფლიო ბაზრები მკვეთრ ვარდნას განაგრძობს ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების ფონზე, რომელიც უკვე მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული.

აზიურ ბირჟებზე პარასკევს კატირებები 3-4 %-ით დაეცა. გრძელდება ვარდნა ევროპულ ბირჟებზეც.

ნიუ-იორკის ბირჟაზე Dow Jones-ის ინდექსი 4%-ზე მეტად დაეცა, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნაა. სულ კვირის განმავლობაში აქციათა კატირებები 10%-ზე მეტად არის დაცემული.

ეცემა ნავთობის ფასიც. Brent-ის მარკის ბარელი ნავთობის ღირებულება 50 დოლარს მიუახლოვდა.

ანალიტიკოსები უკვე მოიხსენიებენ მიმდინარე კვირას ყველაზე უარესად საფონდო ბირჟებისათვის 2008 წლის კრიზისის დროიდან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები