Accentnews.ge
სასამართლოში გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი გაჩხრიკეს

სასამართლოში გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი გაჩხრიკეს

11/03/2025 10:06:09 საზოგადოება

ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი - ირაკლი პაპიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთ ოთახში ჩხრეკა ჩაუტარდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები სასამართლოს შენობაში მასთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც მისი პარტნიორის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხის განხილვა დასრულდა.

„ერთადერთი სიგარეტი მედო. არაფერი კანონსაწინააღმდეგო მე არ მქონდა. რა თქმა უნდა, ინფორმაციის მატარებელი არ მქონდა... დღეს ველოდი ჩემს დაპატიმრებას, ამიტომ ტელეფონიც არ წამოვიღე. გაჩუქებული მაქვს...“ - უთხრა ჟურნალისტებს პაპიაშვილმა მისი პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ.

გარდა ამისა, გაიჩხრიკა პაპიაშვილის ინფორმაციით, ჩხრეკა მიმდინარეობს მის საცხოვრებელ სახლში. ჩხრეკენ პაპიაშვილის მანქანასაც.

„[ელექტრონული ინფორამციის მატარებელი მოწყობილობები], სადაც ინფორმაცია იქნება შენახული, სახლში კი არა, საქართველოში არ გვაქვს. შეუძლიათ საზღვარგარეთ ჩაატარონ ჩხრეკა და შეიძლება სადმე იპოვნონ...

გიორგის ჰქონდა მტკიცებულებები, ნაწილი გაასაჯაროვა. არის კიდევ რაღაც მტკიცებულებები, რაც საზღვარგარეთ არის გატანილი. ვერაფერს ვერ იპოვიან...“ - თქვა პაპიაშვილმა.

ამასთან, ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის დედამ, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ჩიკვაიძის სახლშიც პოლიცია მისული.

11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ფულის უკანონოდ მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ბრალდებული ბიზნესმენების: გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილებოდა. პროკურორი ამბობდა, რომ ბიზნესმენების წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობაზეც:

„მიღებულია ინფორმაცია საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით, ის [ გიორგი ჩიკვაიძე] იმყოფებოდა სადახლოსთან ახლოს 6-7 მარტს, რაზეც დაიწყო გამოძიება. მიმდინარე გამოძიება ახალი გარემოებაა აღკვეთის ღონისძიების გადასახედად“.

სწორედ ახალი საქმის აღძრა იყო გარემოება, რის გამოც პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვა. მოსამართლე იზა კელენჯერიძის გადაწყვეტილებით, გიორგი ჩიკვაიძეს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს, ირაკლი პაპიაშვილი კი გაათავისუფლეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S