
საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა დაიწყო
11/03/2025 10:14:39 მსოფლიო
საუდის არაბეთში, ჯიდაში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა დაიწყო.
მოლაპარაკებებზე უკრაინის მხარეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი წარმოადგენენ.
აშშ-ის მხარეს კი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი.