
ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს ICC-ის ორდერის საფუძველზე
11/03/2025 10:49:45 მსოფლიო
ფილიფინელმა სამართალდამცველებმა ქვეყნის ექს-პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორდერის საფუძველზე დააკავეს. ICC ყოფილ პრეზიდენტს მისი ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში სდებს ბრალს.
79 წლის დუტერტე პოლიციამ ჰონკონგიდან მანილას აეროპორტში ჩამოფრენის შემდეგ მალევე აიყვანა.
"რა არის ჩემი დანაშაული? ჩემი მმართველობის განმავლობაში ყველაფერი მშვიდობისა და ფილიპინელი ხალხის მშვიდობიანი ცხოვრებისთვის გავაკეთე" - თქვა მან ჰონკონგის დატოვებამდე.
დუტერტე პრეზიდენტის თანამდებობას 2016-2022 წლებში იკავებდა. მისი ანტინარკოტიკული კამპანიის შედეგად, მთავრობის მონაცემებით, 6 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
კონგრესის მოსმენაზე, რომელიც მის მიერ ორგანიზებულ ნარკოტიკებთან ბრძოლის კამპანიას ეხებოდა, დუტერტემ განაცხადა, რომ არ ეშინია ICC-ს და სასამართლოს გამოძიების დაჩქარებისკენ მოუწოდა.