ლეკორნუ: საფრანგეთი დაუპირისპირდება უკრაინის არმიის ნებისმიერ დემილიტარიზაციას

11-03-2025 15:49:46 ევროპა

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ აცხადებს, რომ უკრაინის არმია ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი გარანტია და პარიზი დაუპირისპირდება "უკრაინის არმიის ნებისმიერ დემილიტარიზაციას". ეს რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნაა უკრაინაში შეჭრის დღიდან.

ლეკორნუმ ეს განცხადება პარიზში, თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმის გახსნაზე გააკეთა.

ფორუმზე ევროპის ქვეყნების შტაბების უფროსების შეხვედრა იმართება. არსებული ინფორმაციით, განიხილება საფრანგეთის მონაწილეობა უკრაინაში პოტენციურ სამშვიდობო ოპერაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები