
ხატია ბუნიათიშვილი: გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები! თავისუფალ აზრს ვერ მოკლავთ!
11/03/2025 12:01:59 საზოგადოება
ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათაშვილი პროევრულ აქიცებზე დაკავებულ ადამიანებს სინდისის პატიმრებად მოიხსენიებს და მათ გათავისუფლებას მოითხოვს.
„მათი დაკავებით თავისუფალ აზრს, რომელიც ქართველს სისხლში აქვს, ვერ მოკლავთ... თავისუფლების ჩახშობა ჩვენთვის ყოველთვის დროებითი იყო. დღეს „დროებით“ ბევრად უფრო მალეა, ვიდრე ადრე. ასეთი დროა.
გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები. თუ გირჩევნიათ ასე გეტყვით - გთხოვთ გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები! არ მეთაკილება - გთხოვთ, გთხოვთ, - გთხოვთ, დაუბრუნოთ ადამიანებს ის, რაც ეკუთვნით და წაერთვათ. მათი ღიმილის გისოსებს გარეთ დანახვა გვინდა, რომ ჩვენც შევძლოთ გაღიმება, სამშობლოს საზღვრებს შიგნით თუ გარეთ, ისე რომ არ შეგვაშრეს“, - წერს ბუნიათიშვილი.
საქართველოში სამ თვეზე მეტია, ყოველდღიურად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. პოლიციამ პირველივე დღეებში დააკავა 50-ზე მეტი აქტივისტი სისხლის სამართლის წესით. მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.