Accentnews.ge
დონალდ ტრამპი - ცეცხლის შეწყვეტაზე: იმედი მაქვს, პრეზიდენტი პუტინი დათანხმდება და შევძლებთ ამ საშინელი ომის დასრულებას

დონალდ ტრამპი - ცეცხლის შეწყვეტაზე: იმედი მაქვს, პრეზიდენტი პუტინი დათანხმდება და შევძლებთ ამ საშინელი ომის დასრულებას

11/03/2025 22:25:50 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამ კვირაში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს, თუმცა „ტანგოს საცეკვაოდ ორი ადამიანია საჭირო“.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, ტრამპის თქმით, იმედოვნებს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.

„უკრაინა დათანხმდა ამას. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი პუტინი დათანხმდება და შევძლებთ ამ საშინელი ომის დასრულებას“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების თანახმად, უკრაინა მზად არის შუალედური 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, ხოლო აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S