ქონების მართვის სააგენტო ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობას საპრივატიზაციოდ ამზადებს

28-02-2020 16:20:48

ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობა, რომელიც თბილისში, ინგოროყვას N8-ში მდებარეობს, ავარიულ მდგომარეობაშია. შენობას ბზარები და ნაპრალები ყოველდღიურად ემატება.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ინგოროყვას ქ. N8-ში მდებარე 981 კვ.მ უძრავი ქონება, რომელშიც ენათმეცნიერების ინსტიტუტია განთავსებული, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და ამ ეტაპზე სააგენტო ინსტიტუტისთვის ალტერნატიული საოფისე ფართის მოძიების საკითხს განიხილავს, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება უძრავი ქონების საპრივატიზებოდ მომზადება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები