
მუსელიანცი: ყოველი ეტაპირების დროს მაშიშვლებენ, მაკეთებინებენ ბუქნებს
12/03/2025 10:56:43 საზოგადოება
აქციების დროს დაკავებული არჩილ მუსელიანცის თქმით, დარღვეულია მისი თავდაცვის უფლება.
მან სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ მის მიმართ მიმდინარეობს ღირსებისშემლახველი მოპყრობა.
"მე არ მეძლევა სრულფასოვანი თავდაცვის უფლება [...] მიმდინარეობს ღირსებისშემლახველი მოპყრობა, სასამართლოში და სასამართლოდან ყოველი ეტაპირების დროს ხდება ჩემი სრულიად გაშიშვლება და სრულიად შიშველ მდგომარეობაში მაკეთებინებენ ბუქნებს". - თქვა დაკავებულმა.
არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს მიმდინარე აქციების დროს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში სისხლის სამართლის წესით დააკავეს - 187-ე მუხლის მეორე ნაწილი, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.