12-03-2025 15:23:34 მსოფლიო
უკრაინისთვის განკუთვნილმა ამერიკულმა სამხედრო დახმარებამ დაიწყო მოძრაობა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მას შემდეგ, რაც აშშ-ის და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა საუდის არაბეთში - აცხადებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი.
"შემიძლია დავადასტურო, რომ იასიონკის გავლით იარაღის მიწოდება უწინდელ დონეს დაუბრუნდა" - თქვა სიკორსკიმ ჟურნალისტებს ვარშავაში, სამხრეთაღმოსავლეთ პოლონეთში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრზე მინიშნებით.
დახმარება განახლდა ჯიდაში ცხრა საათის განმავლობაში მიმდინარე შეხვედრის შემდეგ, რომელზეც უკრაინამ და აშშ-მა მიიღეს ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის წინადადება.
ვაშინგტონმა შეხვედრის შედეგები მოსკოვს წარუდგინა. "ჩვენ მათ ვეტყვით, რომ ახლა ესაა საქმის ვითარება" - ამბობს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.