ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: ილიაუნის 6 წლის ვადით უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა

12-03-2025 19:54:38 საზოგადოება

12 მარტს ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ილიაუნის 6 წლის ვადით უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

გასულ წელს ავტორიზაციის საბჭომ ილიას უნივერსიტეტს მიანიჭა ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რადგან უნივერსიტეტმა ეს მიუღებლად ჩათვალა.

გასული წლის დეკემბერში სააპელაციო საბჭომ დააკმაყოფილა ილიაუნის საჩივარი. სააპელაციო საბჭომ არ გაიზიარა ავტორიზაციის საბჭოს 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება, შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭო ვალდებული გახდა ხელახლა განეხილა ილიაუნის საკითხი.

Новости

Другие новости