"დაასისხლიანეს და თან ვიდეოს უღებდნენ" - არსებული ინფორმაციით, ლაშა გოგებაშვილს თავს დაესხნენ

13-03-2025 00:16:50 საზოგადოება

ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ქრისტინე ბოტკოველის (ნენსი ვოლანდი) ინფორმაციით, აქტივისტ ლაშა გოგებაშვილს თავს დაესხნენ.

მისი ცნობით, თავდამსხმელები ძალადობის აქტს იღებდნენ.

„ჩემს თანამშრომელს, ლაშა გოგებაშვილს დაესხნენ თავს!!! ლაშას ხუმრობის ვიდეო გემახსოვრებათ. ლაშა ციხეშიც ჰყავდათ გამოკეტილი, სრულიად უსამართლოდ და ახლა ყაველაშვილმა მისი ზონდერები მიუგზავნა. “ვისი საყვარელი ხარ” , შენო და ჩაარტყეს რაღაც, შემდეგ დაუწყეს ცემა. დაასისხლიანეს და თან ვიდეოს უღებდნენ, რომ მერე მათ ბატონებს მიუბრძანონ კუდის ქიცინით, რომ მათ თავზე ხელი გადაუსვან!!!

გპირდებით, რომ თქვენი აღსასრული მალე დადგება და იმაზე 100-ჯერ სასტიკი იქნება, ვიდრე ის, რასაც ჩვენ გვიკეთებთ, ვერავის გააჩუმებთ ამით, მხოლოდ ბრაზს იწვევთ!“, - წერს აქტივისტი.

დამატებითი დეტალები უცნობია.

გოგებაშვილი პროევროპული ქციებისას ადმინისტრაციული მუხლით ჰყავდათ დაკავებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები