Accentnews.ge
ასლან ბჟანია: «რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში უძრავი ქომების შეძენაზე შეზღუდვების მოხსნა არამიზანშეწონილია»

ასლან ბჟანია: «რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში უძრავი ქომების შეძენაზე შეზღუდვების მოხსნა არამიზანშეწონილია»

28/02/2020 13:51:42 კონფლიქტები

რუსეთის მოქალაქეების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავი ქომების შეძენაზე არსებული შეზღუდვების მოხსნა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის, - თვლის აფხაზური ოპოზიციის ლიდერი, დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია.

«სადღეისოდ არ ვართ მზად მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად. ის რომ მივიღოთ, ეს მეტ პრობლემას მოგვიტანს, ვიდრე მოგვიხსნის», - განაცხადა ბჟანიამ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე.

ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით, ამჟამად “აფხაზეთის სახელმწიფო ინსტიტუტები არაეფექტურად მუშაობენ”:

«ჩვენ რამდენიმე ათასი საქმე გვაქვს საარბიტრაჟო სასამართლოებში, სადაც აფხაზეთის მოქალაქეები ერთმანეთს ქონებას ედავებიან და თითოეულ მხარეს ერთი და იგივე ძალის მქონე უფლებრივი საბუთები გააჩნია: მერიამ ნებართვები ორივეზე გასცა. აი, ასე მუშაობენ ჩვენთან სახელმწიფო ინსტიტუტები და ვისაც დღეს უძრავი ქონების შეძენის სურვილი აქვს, დიდი ალბათობით, თავის ტკივილს შეიძენს».

აფხაზური ოპოზიციის ლიდერმა “ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების, კერძოდ სახელმწიფო აპარატისა და სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში” რუსეთის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

«ამის შემდეგ ჩვენ ქონების გასხვისების საკითხს დავუბრუნდებით», — დასძინა ბჟანიამ.

ოკუპირებულ რეგიონში ხელახალი დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს უნდა ჩატარდეს. ძირითადი კანდიდატები ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, ვიცე-პრემიერი ადგურ არძინბა და შს ყოფილი დე ფაქტო მინისტრი ლეონიდ ძიაფშბა არიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S