13-03-2025 16:58:04 მსოფლიო
ფინეთი უკრაინას დაახლოებით 200 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ფინეთმა და უკრაინამ ორმხრივი თავდაცვის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ორი ქვეყანა შეთანხმდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის შეიარაღებაზე, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლასა და საბრძოლო მასალის წარმოებაზე.