პუტინი ცეცხლის 30დღიან შეწყვეტას დასთანხმდა, თუმცა "ნიუანსებით"

13-03-2025 20:03:12 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ეთანხმება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას, თუმცა გადასაწყვეტია რიგი "ნიუანსები".

"რუსეთი მხარის უჭერს ცეცხლის 30 დღით შეწყვეტას, მაგრამ ამან გრძელვადიან მშვიდობამდე უნდა მიგვიყვანოს, ამისათვის კი საჭიროა კრიზისის პირველადი მიზეზების აღმოფხვრა" - განაცხადა პუტინმა ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ერთობლივად გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

მისივე თქმით, უკრაინამ "დაჟინებით უნდა სთხოვოს აშშ-ს საბრძოლო მოქმედებების შეჩერება, გამომდინარე მიწაზე არსებული სიტუაციიდან".

ამასთან, პუტინმა უკრაინაში დაზავების იდეის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განხილვა არ გამორიცხა.

Новости

Другие новости