შვედეთი უკრაინას $295 მილიონის საარტილერიო დანადგარებსა და რადარებს გადასცემს

13-03-2025 21:52:24 მსოფლიო

უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების მე-18 პაკეტის ფარგლებში შვედეთი საერთო ჯამში 295 მილიონი დოლარის ღირებულების საარტილერიო დანადგარებსა და რადარებს შეიძენს.

შვედეთის მთავრობის ცნობით, სამხედრო დახმარების ფარგლებში შვედეთი უკრაინისთვის შეისყიდის 18 ერთეულ თვითმავალ საარტილერიო დანადგარს Archer და ხუთი ერთეულ რადარულ სადგურს Arthur, ასევე დააფინანსებს უკრაინის თავდაცვის წარმოებას, მათ შორის თვითმავალი საარტილერიო დანადგარ ბოგდანას განვითარებას.

შვედეთი ასევე გეგმავს საარტილერიო კოალიციაში გაწევრიანებას, რომელიც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში მოქმედებს.

"უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება საარტილერიო სისტემები და საარტილერიო საბრძოლო მასალა. ეს პრიორიტეტული საკითხი იყო უკრაინისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღიდან. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა ამას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი გასულ კვირას" – თქვა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ იონსონმა.

ახალი Arthur სისტემების მიწოდება 2025 წელს დაიწყება, ხოლო Archer სისტემების – 2026 წელს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები