გვიანიძე: ქათამაძესთან, რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი პროდუქციის ნაწილის შეტანაზე იზოლატორის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა

13-03-2025 22:08:09 საზოგადოება

ბათუმელ მედროშე თემურ ქათამაძესთან რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი პროდუქციის ნაწილი, იზოლატორის ადმინისტრაციამ გულშემატკივრებს არ შეატანინა,- იტყობინება "გახარია საქართველოსთვის" წევრი აკაკი გვიანიძე.

ქათამაძეს 48 დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექიმმა დაბალანსებული კვება დაუნიშნა:

"48 დღიანი შიმშილობის შემდეგ, საავადმყოფოდან მეორე დღესვე იზოლატორში დაბრუნებულ თემურ ქათამაძეს ექიმის მიერ დაენიშნა სპეციალური დიეტა. დღეს გულშემატკივრებმა მიიტანეს რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი პროდუქცია, რისი ნაწილის შეტანაზეც იზოლატორის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა. ადმინისტრაცია ფსიქოლოგიური ზეწოლის იარაღად იყენებს შეხვედრებსაც, ატყუებენ რა მისულ ადამიანებს.18 მარტს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი საქმის განხილვაა და იმედი მაქვს, რომ ბევრნი ვიქნებით მხარდასაჭერად!თავისუფლება თემურ ქათამაძეს!თავისუფლება პოლიტიკურ ტყვეებს!" - ამბობს გვიანიძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები