Accentnews.ge
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილება 18 მარტს გამოცხადდება

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილება 18 მარტს გამოცხადდება

13/03/2025 18:09:59 საზოგადოება

მედიამენეჯერ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე 18 მარტს, 17:50 საათზე გამოაცხადებს.

დღევანდელ პროცესს, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა, ნორვეგიისა და დანიის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომას დისტანციურად ჩაერთო პატიმრობაში მყოფი მედიამენეჯერი.მზია ამაღლობელმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მისი საქმე გაყალბებულია.

მზია ამაღლობელს ასკ-ის 150-ე მუხლის დარღვევას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, მან პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაცვის მხარის განცხადებით კი დაკავების ოქმი გაყალბებულია, რადგან ამაღლობელი 11 იანვარს, ბათუმის პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S