13-03-2025 22:14:58 მსოფლიო
ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა საზღვრის დემარკაციის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმებას ბიშკეკში ხელი მოაწერეს ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა და ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რახმონმა.
შეთანხმების მიხედვით, ხელახლა გაიხსნება ორ ქვეყანას შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები, რკინიგზა და საჰაერო მიმოსვლა, რაც 2022 წელს ექვსდღიანი კონფლიქტის შემდეგ შეჩერებული იყო.
ორ ქვეყანას შორის არსებულ სადავო ტერიტორიებზე დაპირისპირების გამო ბოლო წლებში ათობით ადამიანი დაიღუპა.