UP: უკრაინამ აშშ-ს "წითელი ხაზები" დაუსახელა

14-03-2025 11:33:00 მსოფლიო

უკრაინამ აშშ-ს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის "წითელი ხაზები" დაუსახელა - ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, შეხვედრა არ ითვალისწინებდა პოზიციების კოორდინაციას დიდ შეთანხმებაზე, მაგრამ უკრაინულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს აცნობა თავისი „წითელი ხაზების“ შესახებ.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ ნატოს საკითხი და ნათლად განვაცხადეთ, რომ უკრაინის დღის წესრიგიდან მისი ამოღება შეუძლებელია“, - განმარტა წყარომ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების დროს განიხილეს უკრაინის სხვა საკვანძო პოზიციებიც მომავალ მოლაპარაკებებში.

"უკრაინისთვის არსებობს "წითელი ხაზები", კერძოდ, რომ არ შეიძლება, არსებობდეს შეზღუდვები ჯარის ზომაზე და არ შეიძლება იყოს აკრძალვები უკრაინის [საერთაშორისო ორგანიზაციებში], მათ შორის, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატოს საკითხი წამოწია ანდრეი ერმაკმაც და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს, ამ საკითხზე, ვეტოს უფლება არ უნდა ჰქონდეს" - ამბობს ანონიმური წყარო გამოცემასთან

11 მარტს საუდის არაბეთში ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა დათანხმდა 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები