აშშ აახლებს უკრაინისთვის შორი მანძილის იარაღის მიწოდებას

14-03-2025 11:45:13 მსოფლიო

აშშ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სახმელეთო განთავსების მცირე დიამეტრის ბომბების (GLSDB) მიწოდებას განაახლებს იმ ფონზე, რომ კიევს ამოეწურა ATACMS რაკეტები, - განუცხადეს Reuters-ს ინფორმირებულმა წყაროებმა.

წყაროების თქმით, ხალი GLSDB-ები გაუმჯობესებულია, რათა რუსული რადიოელექტრონული ომის საშუალებებს წინააღმდეგობა გაუწიოს. ადრე ჭურვები აჩვენებდნენ დაბალ ეფექტურობას ელექტრონული ომის მიმართ მათი დაუცველობის გამო, მაგრამ განახლებული მოდელის ტესტირებამ აჩვენა, რომ ეს პრობლემა მოგვარებულია.

GLSDB პარტია თავდაპირველად უკრაინისთვის აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეიძინა. გაუმჯობესებული ვერსია უკვე ევროპაშია და უახლოეს დღეებში შესაძლოა, კიევში გადაიტანონ, აღნიშნავენ Reuters-ის წყაროები. ამასთან, ერთ-ერთმა მათგანმა განმარტა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასეთი ბომბი ბოლოს რამდენიმე თვის წინ გამოიყენეს.

GLSBD (სახმელეთო განთავსების მცირე დიამეტრის ბომბი) არის მაღალი სიზუსტის იარაღი, რომელიც მოიცავს მცირე დიამეტრის ბომბს, რომლის GPS-ით მართვაა შესაძლებელი და 150 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ამ იარაღს აშშ ერაყსა და ავღანეთში ფართოდ იყენებდა. მისი დამონტაჟება შესაძლებელია მოძველებულ M26-ის რაკეტებზე, მათი სიზუსტის გასაზრდელად.

Новости

Другие новости