NBC: ტრამპის სპეცწარმომადგენელი კელოგი მოლაპარაკების პროცესს რუსეთის მოთხოვნით ჩამოაშორეს

14-03-2025 11:56:45 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში კიტ კელოგი ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს ჩამოაშორეს მას შემდეგ, რაც კრემლმა განაცხადა, რომ მისი მონაწილეობა არ სურდა, - ინფორმაციას NBC News-ი ამერიკელ და რუს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი არ იმყოფებოდა საუდის არაბეთში ბოლო დროს გამართულ ორ სამიტზე, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები მის კომპეტენციაში შედის.

„კელოგი ყოფილი ამერიკელი გენერალია, უკრაინასთან ძალიან დაახლოებული. არ არის ჩვენი ტიპის ადამიანი, არც იმ კალიბრის, რომელსაც ჩვენ ვეძებთ“, - განაცხადა წყარომ NBC News-თან საუბარში.

გამოცემა წერს, რომ კელოგის ოფისმა არ უპასუხა მათ შეკითხვას, თუ რატომ არ ჩაერთო ის მოლაპარაკებებში და მოითხოვა თუ არა რუსეთმა მისი არ დასწრება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები