ვასო ფხაკაძე: მემუქრებიან

14-03-2025 17:27:18 საზოგადოება

იუმორისტ ვასო ფხაკაძის განცხადებით, მას ყოფილი მეზობელი, რომელიც პოლიციის თანამშრომელია, ემუქრება.

"tv პირველის“ გასართობი გადაცემების მსახიობმა და იუმორისტმა ვასო ფხაკაძემ და იურისტმა თორნიე მიგინეიშვილმა პროკურატურას უკვე მიმართეს. მსახიობი ამბობს, რომ მასთან კომუნიკაცია ძველმა მეზობელმა მოტყუებით დაამყარა, შემდეგ კი დაემუქრა.

„ჩემი ყოფილი მეზობელია, დიდი ხანია მანდ აღარ ცხოვრობს. საღამოსკენ ჩემთან სახლში ასულა, უთქვამს, ვასოსთან მაქვს საქმე კორპუსის თაობაზეო, ტელეფონი მინდაო და მისცეს ტელეფონი.

ეს ტიპი სამი წელია იქ აღარ ცხოვრობს. რამდენიმე ხანში მირეკავს უცხო ნომერი, ისმის რაღაცა გინება, ბიჭო შენ როგორ იხუმრე, ჩემზე იხუმრე? მე ვერ ვიგებ თავიდან ვინაა. გელოდები ახლა აქ და მოდი, თან მეუბნება პატრულის თანამშრომელი“, - თქვა ვასო ფხაკაძემ „tv პირველთან“ საუბრის დროს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები