Accentnews.ge
"საქართველოს დაპირებები სიმპათიურად ჟღერს, მაგრამ კეთილ ზრახვებზე მნიშვნელოვანი კეთილი საქმეებია"

"საქართველოს დაპირებები სიმპათიურად ჟღერს, მაგრამ კეთილ ზრახვებზე მნიშვნელოვანი კეთილი საქმეებია"

28/02/2020 15:28:48 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია თბილისთან ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების გაფორმების აუცილებლობაზე საუბრობს. შესაბამისი განცხადებები მან დღეს მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.

"აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი განხილვის თემა ვერავისთან იქნება და ეს ადრეც არაერთგზის მითქვამს. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ საქართველოსთან ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების გაფორმებას" - განაცხადა ბჟანიამ.

მისივე თქმით, "მართალია, საქართველო კეთილგანწყობას დეკლარირებს და მთელი რიგი ჰუმანიტარული ინიციატივები გააჩნია, რომლებიც საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურება, თუმცა როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ჯოჯოხეთისკენ გზა კეთილი ზრახვებითაა მოფენილი, ხოლო სამოთხისკენ გზა - კეთილი საქმეებითო".

ცნობისთვის: ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები 22 მარტს უნდა ჩატარდეს. ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია ერთ-ერთი ძირითადი კანდიდატია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S