Accentnews.ge
"რკინიგზის საკითხი მხოლოდ აფხაზეთის ინტერესების დაცვითა და რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით გადაწყდება"

"რკინიგზის საკითხი მხოლოდ აფხაზეთის ინტერესების დაცვითა და რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით გადაწყდება"

28/02/2020 16:00:48 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატ ასლან ბჟანიას განცხადებით, სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის საკითხი "მხოლოდ აფხაზი ხალხის ინტერესების დაცვითა და რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით გადაწყდება". ამის შესახებ მან დღეს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"რაც შეეხება სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თემას, თუკი ამაში დაინტერესებული იქნება რუსეთი, დაინტერესებულები იქნებიან სხვა მოსაზღვრე სახელმწიფოები, რომლებსაც ჩვენ, მათგან განსხვავებით, ვაღიარებთ, მაშინ ეს პროექტი შეიძლებოდა, სასარგებლო ყოფილიყო. აფხაზეთის ხელისუფლება შეძლებს, უზრუნველჰყოს ტრანზიტი როგორც ტვირთებისა, ისე სამომავლოდ მგზავრებისაც. თუკი იქნება სხვა ქვეყნების ინტერესიც, ჩვენ ამისგან პრობლემას არ შევქმნით", - დასძინა მან.

ცნობისთვის: ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები 22 მარტს უნდა ჩატარდეს. ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია ერთ-ერთი ძირითადი კანდიდატია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S