
3 ივნისის ამინდის პროგნოზი
03/06/2019 04:41:56 სხვა, საზოგადოება
სინოპტიკოსები დღის განმავლობაში როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ. კერძოდ, დასავლეთ საქართველოს რაიონებში +30 გრადუსამდე დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი – +33 გრადუსამდე.
შავი ზღვისპირეთში – ბათუმში +25 გრადუსს ელიან.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები უნალექო ამინდს და +33 გრადუსს პროგნოზირებენ.