17-03-2025 13:00:51 ევროპა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს ინფორმაციით, ევროკავშირში უკრაინისთვის დაახლოებით 20 მილიარდი ევროს ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი მზადდება.
ის აღნიშნულს ტრადიციულად "ომის მომხრე" პოზიციას უწოდებს და ამბობს, რომ ამ პაკეტს უნგრეთი, რომელსაც ხშირად ევროკავშირში ვლადიმირ პუტინის "ტროას ცხენსაც" უწოდებენ, არ დაუჭერს მხარს.
„ბრიუსელში კვლავ ჭარბობს ომის მომხრე პოზიცია. საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე უკრაინისთვის მინიმუმ 20 მილიარდი ევროს ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი მზადდება. ჩვენ არ დავუშვებთ ამაში ჩაგვითრიონ, არ მივცემთ უფლებას უნგრელი გადასახადის გადამხდელების ფულით უკრაინაში იარაღის მიწოდება დააფინანსონ. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს“, - წერს სიიარტო სოციალურ ქსელში და დასძენს, „პრეზიდენტ ტრამპის წყალობით, ბოლო სამი წლის განმავლობაში მშვიდობის იმედი ისე ახლოს არასდროს ყოფილა, როგორც ახლა. ბრიუსელის განზრახვა, სამშვიდობო მოლაპარაკებების შეუძლებელი გახადოს, მიუღებელია“, - წერს სიიარტო.