ნანუკა ჟორჟოლიანი: პატიმრებთან აღებულ პირობას ბოლომდე შევასრულებთ - მოვიფიქრებთ სხვა გზებს

17-03-2025 16:09:57 საზოგადოება

პატიმრებთან აღებულ პირობას შევასრულებთ ბოლომდე, მოვიფიქრებთ სხვა გზებს, ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი მას შემდეგ, რაც რამდენიმე ფონდის ანგარიშების დაყადაღების შესახებ გახდა ცნობილი.

„არანაირი პანიკა, არანაირი უიმედობა! პირიქით, საინტერესო ფაზაში გადავდივართ და პატიმრებთან აღებულ პირობას შევასრულებთ ბოლომდე! მოვიფიქრებთ სხვა გზებს, როგორ დავეხმაროთ ბიჭებს! „ქოცებს“ რომ ეგონათ შეგვაშინებდნენ, ბრძოლის ახალი ძალებით დაგვტენეს“, - წერს ჟორჟოლიანი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქველმოქმედო ორგანიზაცია „ნანუკას ფონდთან“ ერთად, დაყადაღებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშებიც. არსებული ინფორმაციით, დაყადაღებულია კიდევ ერთი ფონდის - „ფროსფერითი ჯორჯიას“ - საბანკო ანგარიშებიც.

სამივე ორგანიზაცია ბოლო პერიოდში მეტწილად ორიენტირებული იყო პროევროპული აქციების მონაწილეთა დახმარებაზე. ისინი მოქალაქეებს ეხმარებოდნენ პოლიციის გამოწერილი და სასამართლოს დაკისრებული სოლიდური ჯარიმების გადახდაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები