
ეროვნული ბანკი: თებერვალში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები შარშანდელთან შედარებით, 5,3%-ით შემცირდა
17/03/2025 15:10:59 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 252.2 მლნ აშშ დოლარი (711,1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 5,3%-ით (14,1 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2024 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
TOP-10 ქვეყანა გადმორიცხვების მოცულობის მიხედვით:
- აშშ - $47.3 მლნ [ზრდა 13.8%];
- იტალია - $44.3 მლნ [კლება 0.9%];
- რუსეთის ფედერაცია - $30.3 მლნ [კლება 44.7%];
- ისრაელი - $21.7 მლნ [ზრდა 6.3%];
- გერმანია - $20 მლნ [ზრდა 9.04%];
- საბერძნეთი - $19.4 მლნ [ზრდა 1.3%];
- თურქეთი - $8.2 მლნ [ზრდა 4.6%];
- ყირგიზეთი - $6.2 მლნ [ზრდა 92.04%];
- ყაზახეთი - $6.1 მლნ [კლება 41.2%];
- ესპანეთი - $5.6 მლნ [ზრდა 12.1%].