
ომის მომხრე რუსი ბლოგერები აცხადებენ, რომ უკრაინელი სამხედროები ბელგოროდის ოლქში შეღწევას ცდილობენ
18/03/2025 09:02:23 მსოფლიო
ომის მომხრე რუსული წყაროები აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელგოროდის ოლქში შეღწევას ცდილობენ.
”დილის 6:30 საათიდან მტერი ცდილობდა სახელმწიფო საზღვრის გარღვევას ბელგოროდის რეგიონის კრასნოიარსკის რაიონში, გრაფოვკასა და პრილესეს დასახლებების მიდამოში”, - ამტკიცებს ომის მომხრე რუსული ტელეგრამ-არხი ”Два майора” (1,2 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს).
„ამ დროისთვის საზღვრის გარღვევა არ მომხდარა. მესაზღვრეები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებთან ერთად იბრძვიან“, - აცხადებს არხი.
ტელეგრამის არხის "МИГ России"-ს (500 ათასზე მეტი გამომწერი) თანახმად, 10:00 საათისთვის "მტერი, შეაჩერეს სახელმწიფო საზღვრის მისადგომებთან და არ დაუშვიათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გარღვევა".
"Два майора"- ს ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა საინჟინრო მანქანები გამოიყენეს დაბრკოლებების გასაწმენდად, UR-77 „Zmey Gorynych“ ნაღმების გასაწმენდად და ასევე „ქვეითი ჯავშანტექნიკა შემოიყვანეს“.
უკრაინას კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის ხელისუფლებას და სამხედროებს არ გამოუცხადებიათ რაიმე სახის გარღვევის მცდელობის შესახებ.
ამავდროულად, ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის რეგიონში ვითარება "ურთულესი რჩება".
გლადკოვის თქმით, ერთი დღის განმავლობაში კრასნოიარსკის ოლქში „ხუთი საარტილერიო შეტევა განხორციელდა სოფლებზე, რომლის დროსაც 29 ჭურვი იყო გასროლილი“ და განხორციელდა 49 დრონით დარტყმა, რომელთაგან 12 ჩამოაგდეს.
კრასნოიარსკის ოლქი მდებარეობს ბელგოროდის ოლქის დასავლეთით და ესაზღვრება კურსკის რეგიონს, რომელიც ნაწილობრივ დაკავებული აქვთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.